ფოტო: ედუ მჟავანაძე
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ლევან ხორავას, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ხორავად სხდომათა დარბაზშივე დაადეს ბორკილები.
ლევან ხორავას წინააღმდეგ საქმე შსს თანამშრომლის, თეა ლაღაძის განცხადების საფუძველზე აღიძრა.
ლაღაძის თქმით, 27 მაისს, იმ დღეს, როცა ბათუმის სასამართლომ სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხორავამ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, კერძოდ: „ნაბოზარი“ უწოდა.
თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის თანამშრომელია და იგი სასამართლოში წარმოადგენს შსს-ს იმ პროცესებზე, რომლებიც ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეების დაკავებებს უკავშირდება.



