პოლონეთმა საქართველოს 27 მოქალაქე იძულებით გააძევა ქვეყნის ტერიტორიიდან. შესაბამის განცხადებას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. დეპორტაცია 15 ივლისს განხორციელდა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული სპეციალური რეისით.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი პოლონეთიდან იძულებით გააძევეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი მათგანი მძიმე ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დარღვევებშია ბრალდებული.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დეპორტირებული ქართველი მოქალაქე 12-ჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის. სხვები კი, პოლონური მხარის მტკიცებით, მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვაში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქვეყანაში შესვლაში, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი – მათ შორის, ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანის ხელშეწყობაში.



