Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
kafe tyupebi_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულო 30 ივნისის სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე სამშენებლო კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტში მონაწილეობისთვის სამშენებლო შეღავათებს მიიღებენ.

საუბარია ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ყოფილი კაფე-ბარ „ტყუპების“ ადგილას და მის მიმდებარე ტერი ტორიაზე 2500 კვადრატულ მეტრზე ახალი რეკრეაციული სივრცის, სკვერის მოწყობაზე, რომლის ღირებულება 5 435 199 ლარს აღემატება.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სკვერის მოწყობის სანაცვლოდ, შვიდი კომპანია და ერთი ფიზიკური პირი ბათუმის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის პარამეტრების გაზრდას.

პროექტის მიხედვით:

  • კომპანია „სილვერგეითს“ ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის 27 სართულამდე და 97 მეტრ სიმაღლემდე აშენების შესაძლებლობა ეძლევა;
  • კომპანია „მეიქერს გრუფს“ ჩაიკოვსკის ქუჩაზე 20-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება მიენიჭება;
  • კომპანია „ნიუ ჰოუმ რეზიდენსს“ თაყაიშვილის ქუჩაზე 15-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება შეეძლება;
  • კომპანია „ბიჩ ჰაუსს“ რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ახალი ბლოკის დამატებისა და 18-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესაძლებლობა ექნება;
  • კომპანია „გორგ თაუერს“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხში დაგეგმილ სასტუმროს კიდევ სამი სართული დაემატება და შენობის სიმაღლე 42 მეტრამდე გაიზრდება;
  • კომპანია „გრინ ლაიფ პროჯექთს“ თბილისის ქუჩის მიმდებარედ 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მიეცემა;
  • გრიგოლ ელიავას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე კი 20-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

დოკუმენტის თანახმად, დეველოპერების მიერ მუნიციპალურ პროექტში თანამონაწილეობის სახით გადასახდელი თანხების ჯამური მოცულობა 2,6 მილიონ ლარს აღემატება. ყველაზე მაღალი, 520-520 ათასი ლარის თანამონაწილეობა „ნიუ ჰოუმ რეზიდენსსა“ და „გრინ ლაიფ პროჯექთს“ დაეკისრებათ.

გარდა ამისა, ყველა პროექტზე მოქმედებს დამატებითი პირობაც, გაზრდილი სამშენებლო მოცულობის შედეგად მიღებული ფართობის არანაკლებ 10% ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ფართებს სოციალური საჭიროებებისთვის, მათ შორის ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისთვის გამოიყენებს.

საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თუ ინვესტორები სკვერის მოწყობას ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში ვერ დაასრულებენ, მათთვის მინიჭებული შეღავათები გაუქმდება.

„კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ

“ქართული ოცნებისთვის” 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

ბათუმის ბულვარში მდებარე ქორწინების სახლი დაანგრიეს

 

Post navigation

Previous: მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.