Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
sakonstitucio_AJARATIMES.GE

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომის ფარგლებში მხარეები კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სასამართლო პროცესი არაერთი მწვავე პოლიტიკური განცხადებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებსა და ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე უსვამენ კითხვებს. მოპასუხე მხარე კი ამ საკითხებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, რუსეთის გავლენაზე, საქართველოს საგარეო კურსსა და სასამართლოში წარდგენილი სარჩელის პოლიტიკურ მიზნებზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის შეფასებით, მოსარჩელე მხარის კითხვებში გამოიკვეთა ხელისუფლების დამოკიდებულება ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მიმართ. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს დაუპირისპიროს. მისი შეფასებით, ეს მიდგომა რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვების მცდელობაა.

ბეჟაშვილის განცხადებით, სარჩელში გამოყენებული არგუმენტებით ხელისუფლებას სურს, სანქციების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერა და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხიც კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემშლელ გარემოებებად წარმოაჩინოს.

სასამართლო სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შემდგომ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებს. ოპოზიციის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა 1633-ე რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება“ შეცდომად ამ დოკუმენტის მხარდაჭერას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, რუსეთის ოკუპაციის ფაქტი სამართლებრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული და არა 1633-ე რეზოლუციით. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობაზე, რის შედეგადაც, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს საქმეში ისკანდერის ნაწილები, როგორც რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება, წარადგინეს.

სხდომაზე მხარეებს შორის კამათი ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებსაც შეეხო. ზაზა ბიბილაშვილმა 2003 წლამდე საქართველოში მომხდარი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისტორიული პროცესების შეფასება მხოლოდ ცალკეული პერიოდების გამოკვეთით არ უნდა ხდებოდეს. მან ასევე ისაუბრა რომან შამათავას საქმეზე, რის შემდეგაც სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად, კონკრეტულ შეკითხვებს უპასუხოს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეები შეახსენა. მან ყურადღება გაამახვილა რომან შამათავას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე და იკითხა, ჰქონდა თუ არა იმ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი.

კამათი მოჰყვა ნიკა გვარამიას განცხადებასაც. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ მას ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას. გვარამიამ კითხვას არარელევანტური უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ორივე ტელევიზიის სანქცირებას მხარს უჭერს. მისი შეფასებით, აღნიშნული მაუწყებლები რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ და თავისუფალ სიტყვას არ წარმოადგენენ.

გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა არჩილ გორდულაძე, რომელმაც ოპოზიციის პოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დამოკიდებულებად შეაფასა და განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებებით პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აკრძალვას იმსახურებენ.

სასამართლო სხდომაზე მწვავე დისკუსია გაიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიასა და ზაზა ბიბილაშვილს შორისაც. დაპირისპირების მიზეზი 2008 წლის ომის რეზოლუციასთან დაკავშირებული კითხვა გახდა. ბიბილაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მის შეკითხვას არ პასუხობდა და საუბარს სხვა საკითხებზე აგრძელებდა. ნადარაიამ კი ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდა, ემოციური ფონი შეემცირებინა და სხდომის წესები დაეცვა. მოსამართლემ ბიბილაშვილი გაძევებითაც გააფრთხილა.

სხდომაზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამაც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. კასრების საქმეზე და განაცხადა, რომ მტკიცებულებების განადგურება იმ სისტემის ხელშეწყობად შეიძლება შეფასდეს, რომელზეც დღეს თავად „ქართული ოცნება“ საუბრობს. სამუშიამ ასევე იკითხა, შეიძლება თუ არა ყოფილი ხელისუფლების სისტემის ნაწილად ჩაითვალოს მოქმედი განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც, მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა კი ოპოზიციის შეკითხვები უსაგნოდ და უშინაარსოდ შეაფასა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, თავი აარიდონ წარსულში მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობას.

საპირისპირო შეფასება ჰქონდა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კითხვები რიგ შემთხვევებში სარჩელის საგანს სცდებოდა და მიზნად ოპოზიციისთვის პოლიტიკური შინაარსის მიწერას ისახავდა. სიორიძის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ველის შეზღუდვასა და ქვეყნის პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

სასამართლო განხილვა 20 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. მომდევნო სხდომაზე კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ სარჩელი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით აქვს განსახილველად მიღებული. პროცესის დაწყების თარიღია 21 ოქტომბერი.

სარჩელში დასახელებულია შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებები: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

Post navigation

Previous: „შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს
Next: აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.