კომპანია ბათუმში, გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება შეეზღუდათ გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე, ფ. ხალვაშის გამზირზე, მიმდებარედ მდებარე შესახვევებსა და ჩიხებში, ბარცხანაში, ფაღავას, მაქაცარიასა და სვიშევსკის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. წყლის მიწოდება შეფერხებულია ორთაბათუმში, წინსვლის, განთიადისა და თამარის დასახლებაშიც.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება სრულად 20 აგვისტოს, 17:00 საათისთვის აღდგება.



