Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

რა იწვევს საქმეთა განხილვის გაჭიანურებას საქალაქო სასამართლოებში

admin 19/06/2024
sasamartlo_AJARATIMES.GE

საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურება წლებია პრობლემად აღიქმება, ამის შესახებ “დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” კვლევაშია ნათქვამი, რომლის შედეგების პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა.

მკვლევრების შეფასებით, გამოიკვეთა, რომ საქმეთა გაჭიანურებული განხილვის საკითხი აწუხებთ როგორც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელ ცალკეულ ადამიანებს, ისე პროფესიულ საზოგადოებას – ადვოკატებსა და ინდივიდუალურ მოსამართლეებს.

“თავის მხრივ, პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ორგანოები, პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მრავალი წელია აღიარებენ საქმეთა სიმრავლით გამოწვეულ მოსამართლეთა გადატვირულობის პრობლემას, როგორც საქმეთა გაჭიანურების გამომწვევ ერთადერთ მიზეზს.

გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც მოსამართლეთა დატვირთულობა მაღალია, საქმის განხილვის ხანგრძლივობის ზრდის ტენდეციის მიუხედავად, სასამართლოები უკეთ უმკლავდებიან საქმეთა ნაკადს, ვიდრე საქართველოს სასამართლოები ნაკლები დატვირთვის პირობებში,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მესამე სექტორში ასევე, იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი სურათი გამოიხატა საქართველოს სასამართლოების ერთმანეთთან შედარებისას – ზოგიერთი სასამართლო ნაკლები დატვირთვის პირობებშიც მეტად დატვირთულ სასამართლოზე ეფექტურად ვერ უმკლავდება საქმეთა ნაკადს.

კერძოდ, 2012-2022 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავდა სასამართლოში საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვისკენ მიმართულ რეგულაციებს. შეიქმნა საქმეთა მართვაზე პასუხისმგებელი ცენტრალიზებული რგოლი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი, სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილებისა და წარმოების სისტემა, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა და მოსამართლეთა ანაზღაურება, დაზუსტდა საქმეთა გაჭიანურების გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის წინაპირობები, ორჯერ შეიცვალა მოსამართლეთა მივლინების წესი, ცვლილებები განხორციელდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების გამოყენების წახალისების მიმართულებით.

“ცვლილებების მიუხედავად, სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების საერთო სურათი არ შეცვლილა. სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა და სისტემა, რომლის ფუნქცია უნდა იყოს საქმის გაჭიანურების თავიდან აცილებისთვის რეგულარულად ზომების მიღება.

საქმეთა ნაკადის მართვა მხოლოდ მოსამართლის ინდივიდუალური მიდგომებისა და ძალისხმევის მიხედვით ხდება. თავის მხრივ, ინდივიდუალური მოსამართლეების მიდგომები, საქმეთა ნაკადის მართვის კუთხით, არაერთგვაროვანია და ხშირად არ ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

საქმის ეფექტიანი მართვის საკითხებზე მოსამართლეთათვის სიახლეების, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობის მიზნით არ ტარდება სამუშაო შეხვედრები და არ იმართება დისკუსიები,” – ამბობენ მკვლევრები.

დოკუმენტში ასევე, ვკითხულობთ, რომ საქმის განხილვის გაჭიანურებას ასევე იწვევს უსაფუძვლოდ და ხანგრძლივი ვადით საქმეთა განხილვის გადადება და საქმეთა ხანგრძლივი უძრაობის პერიოდები. პროცესის მართვის დროს მოსამართლე პრიორიტეტს ანიჭებს მხარის სურვილებს, მატერიალური და დროითი რესურების დაზოგვის ინტერესებთან მიმართებით, რაც ზედმეტად ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოსამართლეები იშვიათად იყენებენ მხარეთათვის დავალებების შესრულებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის, მისი ეფექტური კონტროლის, მხარეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმებს.

კვლევის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციასაც.

საქმეთა გაჭიანურების პრობლემა უნდა გაიაზრებოდეს როგორც მასშტაბური, მრავალი მიზეზით განპირობებული მოცემულობა. ამ მიზეზებთან გასამკლავებლად, სხვადასხვა მიმართულებით, უნდა დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები იმ პრინციპით, რომ საქმის ნაკადის მართვა სასამართლო სისტემისა და ექსკლუზიურად მოსამართლის მხრიდან განხორციელდეს გულისხმიერი მიდგომით, სხვა აქტორებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმების ხელშეწყობით.

რეკომენდებულია:

  • კანონმდებლობის საქმეთა მართვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • საპროცესო კანონმდებლობის გაუმჯობესება, მათ შორის არარეალისტური ვადების შეცვლის, სხდომათა გადადების პრევენციის, პროცესის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. საქმეზე მოსამართლის მხრიდან ადრეული და უწყვეტი კონტროლის დაწესების და საქმეთა დაგეგმვის მიზნით მოსამართლის და მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპების მკაფიო ასახვა საპროცესო კანონებში. მაგ., შეიძლება მკაფიოდ გაიწეროს მოსამართლის მიერ მხარეებთან ერთად პროცესუალური კალენდრის შედგენისა და მისი შესრულების კონტროლის მექანიზმები;
  • საქმის განხილვის დაჩქარების მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტების გაზომვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება;
  • სასამართლო სტატისტიკის წარმოების და პროაქტიური გამოქვეყნების მეთოდოლოგიის გადახედვა და განახლება;
  • საქმეთა განხილვის შუალედური და საერთო ვადების გამოთვლა/გამოქვეყნება და პერიოდული განახლება;
  • ადამიანური რესურსების საჭიროების ანალიზი და შესაბამის ოდენობამდე შევსება, არსებული რესურსის ეფექტურად გამოყენება;
  • საქმეთა განზრახ გაჭიანურების გამო პროფესიული პასუხისმგებლობის დაწესების საკითხზე პროფესიული გაერთიანებებს შიგნით დისკუსიის დაწყება;
  • საქმის განხილვის დამაჩქარებელი და გაჭიანურების კომპენსატორული მექანიზმების შემოღება.

ინფორმაციისთვის: ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის მიზანია საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბებისა და მიზეზების იდენტიფიცირება, მის დასაძლევად არსებული ნორმატიული მექანიზმების შეფასება. კვლევის საფუძველზე გამოვლენილია ასევე ის შედეგები, რაც ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო რეფორმების პრაქტიკაში იმპლემენტაციას მოჰყვა.

აქვე დაგაინტერესებთ: კვლევა მოიცავს 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს. “კვლევის 6-წლიანი დროის მონაკვეთი შეირჩა იმ მოსაზრებით რომ, ერთი მხრივ, მასში მოქცეულიყო რეფორმის ოთხი ტალღის დასრულების პერიოდი, ხოლო მეორე მხრივ, კოვიდ პანდემიით გამოწვეულ რეგულაციებს არ გამოეწვია საკვლევი სურათის დამახინჯება,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აკუსტიკურ ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე ბათუმში 25 სუბიექტი დაჯარიმეს
Next: ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 07/11/2025
prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

admin 07/11/2025
eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 2
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.