Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

როგორ ჩაიარა უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის არჩევნებმა

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026
usinatlota kavshiri_AJARATIMES.GE

საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში ხელმძღვანელის არჩევის პროცესი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გაიმართა. ორგანიზაციის წევრთა ნაწილი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ პროცესი წინასწარ განსაზღვრული სცენარის ნაწილია.

არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, მარინა სარალიძე მონაწილეობდა, რომელიც საბოლოოდ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად ერთხმად აირჩიეს. კავშირის ინფორმაციით, ორგანიზაცია 311 წევრს აერთიანებს, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 65-მა ადამიანმა მიიღო. თავმჯდომარეს წევრები ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

პროცესის პარალელურად, შენობის გარეთ უკმაყოფილო წევრები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნები გამჭვირვალე არ იყო და გადაწყვეტილება ვიწრო წრეში მიიღეს. მათი შეფასებით, რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ვითარება განსაკუთრებით მედიის გამოჩენის შემდეგ გამწვავდა. ჟურნალისტებს არჩევნების პროცესის გადაღების საშუალება არ მოგვეცა. ადგილზე მყოფი კომისიის წევრები მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი აგრესიის სამიზნე გახდა. ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს. ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ შევძელით, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა.

კავშირის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უფრო დახურული სისტემის ნიშნებს ატარებს, ვიდრე დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. მათი თქმით, კითხვები არსებობს როგორც მონაწილეთა მცირე რაოდენობაზე, ისე არჩევნების ორგანიზების ფორმატზეც.

კავშირის კრიტიკულად განწყობილი წევრები აცხადებენ, რომ ციხისძირი არჩევნების ჩასატარებლად მიზანმიმართულად შეირჩა, რათა კენჭისყრის სივრცესთან მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი მისულიყო. მათი თქმით, შენობა ქალაქგარეთ მდებარეობს და იქამდე პირდაპირი, ადაპტირებული ტრანსპორტი არ მოძრაობს.

უსინათლო წევრებს ასევე, აქვთ პრეტენზიები კავშირის კუთვნილი სხვადასხვა ქონების გასხვისების საკითხთან დაკავშირებითაც, რაზეც სასამართლო დავები მიმდინარეობს. მათი შეფასებით, უძრავი ქონების განკარგვა ერთეულების ინტერესების შესაბამისად ხდება.

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: სუვენირებით მოვაჭრეებისა და ელექტრო სკუტერების მფლობელების აქცია – ისინი შეხვედრას ითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.