კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გამო, რამდენიმე ქუჩასა და უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა.
წყალმომარაგება შეეზღუდათ გ.ა. აბაშიძის, მელიქიშვილის, ლ. გელაძის, თ. გორგილაძის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის, ს. ხიმშიასვილის, 26 მაისის, ლუკა ასათიანის, ჩაიკოვსკის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ჭავჭავაძის, ორბელიანის, ბაგრატიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მ. ვარშანიძის, პუშკინის, ბესიკის, სევასტოპოლის, მ. კომახიძის, ჩოლოყაშვილისა და ლადო ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს. შეზღუდვა ასევე შეეხება ბაგრატიონის ჩიხსა და რამდენიმე შესახვევს.
გარდა ამისა, წყლის მიწოდება დროებით შეწყდა ბენზეს, ბარცხანას, ორთაბათუმის, გოროდოკის, წინსვლის, გონიოსა და ფაღავას უბნებსა, ასევე კაჩინსკების ქუჩაზე.
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება აბონენტებს 00:00 საათისთვის სრულად აღუდგებათ.



