Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი – სასარგებლო რჩევები

admin 03/05/2024
kvercxi_AJARATIMES.GE

კვერცხი – აღდგომის სიმბოლოა. ტრადიციისამებრ მას ეკლესიაში აკურთხებენ, მიაქვთ ახლობლებისთვის, ურიგებენ გაჭირვებულებს.

გადმოცემის მიხედვით კვერცხს თავდაპირველად მხოლოდ წითლად ღებავდნენ. შემდეგ კვერცხის სხვადასხვა ფრად შეღებვა და მოხატვა დაიწყეს. ყველა ფერს – თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს; წითელი – ეს ცხოვრება და სიყვარულია; ყვითელი – ზეციური მადლი. ცისფერი – ჯანმრთელობა და სისუფთავე, მწვანე – ცხოვრება და ბუნების ხელახლა დაბადება, შავი და თეთრი – გარდაცვლილების მოსაგონარი.

დღეს კვერცხის შეღებვის უამრავი მეთოდი არსებობს – ტრადიციული და ბუნებრივი ენდრო, საკვები საღებავები, თერმომისაკრობები და სხვა…

გთავაზობთ კვერცხის შეღებვის რამდენიმე ბუნებრივ მეთოდს. გაითვალისწინეთ: ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანე ფრად მხოლოდ თეთრნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ შინაური, მუქნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.

მოწითალო-ყავისფერი:

მოამზადეთ ხახვის ნაფცქვენი და ენდრო (თუ ენდროს ფეხვები გაქვთ, დაჩეჩქვეთ, თუ ფხვნილი, პირდაპირ ჩაყარეთ შემდგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ) დაასხით წყალი, ადუღეთ 30 წუთი და შემდეგ გააჩერეთ. ნახარში რომ გაცივდება, მოათავსეთ ამ ქვაბშივე კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. რაც უფრო მეტი ხახვის ფურცელს ჩაყრით, მით მუქი გამოვა კვერცხი.

ღია-ყვითელი:

მოამზადეთ აკაციის ხმელი ყვავილის ნაყენი. გააჩერეთ. მოათავსეთ ნახარშში კვერცები და ხარშეთ 10-15 წუთი. ამ ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის, ან ფორთოხლის ცედრა და გახეხილი სტაფილო. მკვეთრი-ყვითელი: 2-3 ს/კ კურკუმა ჩაყარეთ 1 ლ წყალში, აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ, მოათავსეთ ნაყენში კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

მწვანე:

მოამზადეთ ისპანახის ან ჭინჭრის ნახარში, ხარშეთ ბალახეული არანაკლებ ერთი საათისა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, ჩადეთ კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ვარდისფერი: მოამზადეთ ჭარხლის ნახარში: ამისათვის გახეხეთ ჭარხალი მსხვილ სახეხზე, დაასხით წ ყალი და ხარშეთ 30 წუთი. შემდეგ გააჩერეთ, გაცივდეს, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი. ჩადალაგეთ კვერცხები და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.

ლურჯი:

მოამზადეთ წითელი კომბოსტოს ფოთლების ნახარში, დაასხით ფოთლებს წყალი და ხარშეთ 30-40 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, მოათავსეთ კვერცხი და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.

კრემისფერი:

მოხარშეთ მაგარი ყავა. გააცივეთ. მოათავსეთ ყავის ნახარშში კვერცხები და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.

დაწინწკლულიკვერცხი:

მოამზადეთ ხახვის ფურცლებისა და ენდროს ნახარში, გარეცხეთ კვერცხი და სველი ამოავლეთ ბრინჯში. მაშნვე მჭიდროდ შეკარით მარლაში, მარლის ბოლოები გაკვანძეთ და ხარშეთ 15 წუთი ადუღების შემდეგ.

ყვავილებიანი კვერცხები:

დაგჭირდებათ ქორფა მწვანილი – ოხრახუში და კამა… მოამზადეთ სასურველი ნახარში (აჯობებს წითელი), გააჩერეთ, რომ გაცივდეს. გარეცხეთ კვერცხები და გააშრეთ. თითოეულ კვერცხზე დაადეთ მწვანილის ფოთლები და მაქსიმალურად მჭიდროდ შეკარით ძაფით. მოათავსეთ ნახარშში და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ მოხსენით ძაფით დამაგრებული მწვანილის ფოთლები.

სასარგებლო რჩევები:

იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, თავდაოირველად კარგად გარეცხეთ კვერცხი. ასევე შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრით კარგად გაწმინდოთ. იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამ ოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.

იმისათვის, რომ უფრო ხასხასა და პრიალა კვერცხები გამოგივიდეთ, გადაუსვით უკვე შეღებილ და გაცივებულ კვერცხებს ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი ან ჩვარი.

ინფორმაციისთვის: დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

წყარო:gemrialia.ge

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
Next: ავარიას ბათუმში ბავშვი ემსხვერპლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

admin 26/09/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

admin 26/09/2025
prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში 70 000 დოლარის თაღლითობის ფაქტზე კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26/09/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს. shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

25/09/2025
ბათუმში 70 000 დოლარის თაღლითობის ფაქტზე კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში 70 000 დოლარის თაღლითობის ფაქტზე კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა

25/09/2025
საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

25/09/2025
აჭარაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი

25/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26/09/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს. shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

25/09/2025
ბათუმში 70 000 დოლარის თაღლითობის ფაქტზე კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ბათუმში 70 000 დოლარის თაღლითობის ფაქტზე კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა

25/09/2025
საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს archevnebi_AJARATIMES.GE 5
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

25/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.