საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 870,5 ათასი სული შეადგინა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398,8 ათასი სული იყო, რაც 4,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ღორის რაოდენობა 175,6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12,5%-ით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ფრინველის რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 11,1 მილიონ ფრთას მიაღწია.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მხრივ, 2025 წლის მეორე კვარტალში რძის მოცულობა 184 მილიონ ლიტრს შეადგენდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხორცის წარმოება 9,5%-ით შემცირდა და 18,2 ათასი ტონა გახდა. კვერცხის წარმოება კი 6,6%-ით გაიზარდა და 179,7 მილიონ ცალს მიაღწია. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა.



