Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

ფინეთში ქართველი კაპიტნის ხელმძღვანელობით მყოფი ტანკერი დააკავეს

აჭარა თაიმსი იანვარი 5, 2025
_AJARATIMES.GE

ფინეთის ხელისუფლებამ ბალტიის ზღვაში Eagle S-ის სახელწოდების ტანკერი დააკავა, რომელიც რუსულ ნავთობს გადაჰქონდა.

ტანკერი ეჭვმიტანილია ფინეთსა და ესტონეთს შორის მდებარე წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, Estlink 2-ის, და რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში.

გემის ეკიპაჟი 20 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის არიან საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები. ტანკერის კაპიტანი, დავით ვადაჭკორია, ასევე საქართველოს მოქალაქეა. მან ფინურ მედიასთან განაცხადა, რომ ინციდენტი “ჩვეულებრივი საზღვაო შემთხვევა” იყო და გამოძიებასთან სრულ თანამშრომლობას აწარმოებს.

ფინეთის ეროვნული გამოძიების ბიუროს ინფორმაციით, ტანკერს ღუზები არ გააჩნდა, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ სწორედ გემის ღუზამ შეიძლება გამოიწვია წყალქვეშა კაბელების დაზიანება.

სასამართლომ ტანკერის გათავისუფლების მოთხოვნა არ დაამაყოფილა, რაც ნიშნავს, რომ გემი ფინეთის საზღვაო ძალების ხელში დარჩება.

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, გამოძიება ასევე აკვირდება წყლებში გემების გადაადგილების მონაცემებს.

ცნობილია, რომ Eagle S Estlink 2-ის დაზიანების დროს იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ელექტროსადენი ზღვის ფსკერზეა.

ტანკერი ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ კომპანიას Caravella, რომლის ფლოტშიც მხოლოდ ეს ერთი გემია.

ფინეთის ხელისუფლება გამოძიებას აქტიურად განაგრძობს და ცდილობს, ზუსტად დაადგინოს, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელმაც ქვეყნების კომუნიკაციებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

Post navigation

Previous: სარფი და სამსუნი ერთმანეთს სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდება – თურქეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს
Next: ბათუმის მერია იმ თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს, რომლებიც ევროინტეგრაციას ემხრობიან – ოპოზიცია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.