Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია

აჭარა თაიმსი თებერვალი 16, 2025
_AJARATIMES.GE

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-სგან ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას მოითხოვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 15 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპული ბავშვების ოჯახებს თანაუგრძნობს. გუშინ, ბათუმში, ე.წ. “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც უნდა აშენდეს კორპუსი აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაბინავებლად, ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მშენებლობა საზეიმოდ გახსნა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შეყვანილი იყო ტექნიკა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, საფრთხის შემცველი ადგილები სათანადოდ შემოსაზღვრული არ იყო.

შემთხვევის გასაშუქებლად ადგილზე მივიდნენ “აჭარა თაიმსის” ჟურნალისტი სულხან მესხიძე, “ბათუმელების” ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, “ტვ პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. მოგვიანებით მივიდა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აჭარის კორესპონდენტი მერაბ წულიკიძე ოპერატორთან ერთად. ჟურნალისტები ინფორმაციას აგროვებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისგან. მათ კითხვებით მიმართეს ადგილზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ამ დროს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ  აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ითხოვდნენ, ჟურნალისტებს არ დაესვათ კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სასწრაფოდ გაცლოდნენ ტერიტორიას. ეს აგრესიული მოქალაქეები სხვებსაც არ აძლევდნენ ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას, ჟურნალისტებს კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც.

“აჭარა თაიმსის” ჟურნალისტი, სულხან მესხიძე, 16 თებერვალსაც გახდა აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა. ჟურნალისტი ამ დროს დღის შუქზე იღებდა შემთხვევის ადგილს და ადგილზე არსებულ ანტისანიტარიასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეესწრენენ მოქალაქის ძალადობას ჟურნალისტზე, ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვეს”,  – აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტია მომხდარს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება და ჟურნალისტები მუშაობისას არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად.

“15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ – ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას“.

როგორც ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, “ქართული ოცნება” იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას მედიაგაშუქების მნიშვნელობას განუმარტავდეს და ჟურნალისტებს პირობებს უქმნიდეს თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად, უკვე წლებია, ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული. ძალოვანი სტრუქტურები და მათგან ხელშეწყობილი მოძალადეობრივი ჯგუფები კი, თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში “ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ” ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა აღრიცხა.

ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.

“აჭარა თაიმსის” ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

Post navigation

Previous: “აჭარა თაიმსის” ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ
Next: ბათუმელი სპორტსმენების წარმატება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026
matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.