
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის მასარდის ნაწილი დაიწვა. ცეცხლმა საოჯახო ნივთები გაანადგურა.
თვითმხილველების თქმით, ადგილობრივებმა მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობა თავად სცადეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!