Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

შსს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზების ბრალდებით

admin Posted on 2 წელი ago
policia_AJARATIMES.GE

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული კ.ი., 1969 წელს დაბადებული ნ.ს., 1975 წელს დაბადებული ზ.თ., 2002 წელს დაბადებული დ.ა. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1994 წელს დაბადებული გ.ა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 1999 წელს დაბადებული ს.პ., 1993 წელს დაბადებული ჰ.გ., 1991 წელს დაბადებული ა.ბ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1963 წელი დაბადებული დ.ს., 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.მ., 2004 წელს დაბადებული ლ.ქ., 1999 წელს დაბადებული მ.მ. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები:1988 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.მ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული ო.ზ., 1975 წელს დაბადებული მ.კ., 1979 წელს დაბადებული მ.რ., 1996 წელს დაბადებული ს.ხ., 1976 წელს დაბადებული თ.გ. და 1979 წელს დაბადებული ფ.ს“, – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: რამდენი ლარი მოხმარდა საჯარო მოხელეების ხელფასებს აჭარის ბიუჯეტიდან
Next: ცნობილია იმ ქუჩებისა და დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სასმელი წყალი შეწყდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 13 საათის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

admin Posted on 1 დღის ago
teatri_ajaratimes.ge
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 5 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 12 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 13 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

Posted on 1 დღის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 5 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 12 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 13 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.