ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი კლინიკაში გადაიყვანეს.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ მათი თანამშრომელი არავის შეჯახებია. უწყებაში აღნიშნეს, რომ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი საჯარო მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება გახდა. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინსიტროდან.
განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მათი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაშ გარდაიცვალა.



