იურისტი გურამ იმნაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება პრორუსულ, პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ვერსიებს, რომლებიც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხება.
მისი თქმით, სამთავრობო მედიასაშუალებები — მათ შორის „იმედი“ და „პოს-ტვ“ — ავრცელებენ მოსაზრებას, თითქოს სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ მოულოდნელად აღმოაჩინა მასპინძლის იარაღი და იმ იარაღით სცადა სიცოცხლის შეწყვეტა.
იმნაძის თქმით, ამ ვერსიაში უცნაურად ებმის ერთმანეთს დეტალები: თვითმკვლელობის მცდელობამდე რიჟვაძემ დაწერა წერილი, რომელშიც მადლობას უხდის მასპინძელს, იარაღის მფლობელს, ხოლო ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს თხოვს, მისი ოჯახის დაცვა უზრუნველყონ, რადგან „ვიღაცები“ მას ნარკორეალიზატორების მფარველობასა და კორუფციაში სდებენ ბრალს. იმნაძის ინტერპრეტაციით, ეს „ვიღაცები“ შესაძლოა იყვნენ გეკა გელაძე და სანდრო დარახველიძე.
იურისტი ასევე მიუთითებს წერილის გავრცელების საეჭვო გარემოებებზე. მისი თქმით, წერილი პირველად არა საგამოძიებო უწყებას, არამედ ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიას მიაწოდა მედდამ, რომელმაც, იმნაძის ირონიული აღწერით, წერილის ასლის გადაღების ნაცვლად, ტექსტი ასო-ასო აკრიფა და ასე გადასცა მედიასაშუალებას. „როგორც ჩანს, მედდამ, რომელსაც წესით უამრავი საქმე უნდა ჰქონდეს, წერილი ხელით აკრიფა და ასე გაავრცელა,“ — წერს იმნაძე.
პოსტის ბოლოს ის დასძენს: „არაფერია ნამდვილი და ყველაფერია შესაძლებელი.“
ინფორმაციისთვის: სამთავრობო, პრორუსული და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა.
სამთავრობო მედიები დილიდან, აქტიურად ქმნიან გარემოს და ავრცელებენ მოსაზრებებს, რომ თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის სცენარით უნდა განიხილოს საზოგადოებამ.
ამავე წერილის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მოხსენიებულნი არიან პოზიტიურ კონტექსტში — თორნიკე რიჟვაძე მათ, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის დაცვის თხოვნით მიმართავს.
ცნობისთვის: თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი



