არ გამოვრიცხავ, სერიოზული სირთულეების წინაშე დავდგეთ, ვინაიდან 2025 წელს პირველად განვახორციელეთ ელექტროენერგიის იმპორტი ივლისის ბოლოს. 2026 წლის ივლისშიც აუცილებლად ველოდებით ამ მაჩვენებელს. აქამდე თუ მხოლოდ ზამთარი იყო კრიტიკული, ახლა აღმოჩნდა, რომ კრიტიკული გახდა ზაფხულიც, – განაცხადა GREDA-საღმასრულებელი დირექტორმა მაია მელიქიძემრადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მაია მელიქიძე აღნიშნავს იმასაც, რომ აღნიშნული რისკების გარდა, სექტორში სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებიც არსებობს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გადამცემი ქსელი მოძველებულია და მდგომარეობა უკიდურესად რთულია.
„ბოლოს იქამდე არ დავიდეთ, რომ მხოლოდ გაზაფხული იყოს ჩვენთვის სასურველი პერიოდი, როცა წყალუხვობის დროა, მდინარეები არის აქტიურიდა სათანადო გენერაციის უზრუნველყოფა შეგვიძლია. გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა – ჩვენ თუ მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებაზე გავამახვილეთ ყურადღება და არ ვისაუბრეთ გადამცემი ქსელის სიჯანსაღესა და წარმოების ობიექტიდან პროდუქტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის მზაობაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული სირთულეები შეგვექმნება. მარტივი ენით რომ ავხსნა, წვიმა როცა მოდის, ითიშება ელექტროენერგია რაიონებსა და რეგიონებში, ძლიერი თოვლია თუ სიცხე, იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადამცემი ქსელი ძალიან რთულ და მძიმე ვითარებაშია. როცა ვსაუბრობთ, რომ გვინდა მეტი განახლებადი ენერგოწყაროების ინტეგრაცია – ქარის, მზის ენერგია, რომელიც ცვალებადია, ძალიან გაგვიჭირდება იმ ქსელში, რომელიც დღეს გაგვაჩნია. შესაბამისად, უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომ დროა, მოხდეს მასობრივი რეაბილიტაცია და არაწერტილოვანი „მოშუშება“, – აცხადებს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, აუცილებელია დიდი ჰესების – ხუდონის, ნამოხვანისა და ნენსკრა აშენება, ყველაზე რეალური კი ამ ეტაპზე ხუდონის მშენებლობაა დაპროცესი მალევე უნდა დაიწყოს.
„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს გარეშე ამ დონის პროექტების განხორციელება წარმოუდგენელია და დროა, სახელმწიფომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.



