
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მიმდებარედ დაფიქსირდა, სადაც მოქალაქე წიწვოვანი სახეობის 14 ერთეულ მრგვალ ხე-ტყეს (მორს) ავტომობილით გადაჰქონდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მასალები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.