გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში – ქედაში, ხულოსა და შუახევში დიდი ოდენობით უკანონოდ, ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეებიდან უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებულ მრგვალ ხე-ტყეს (მორებს) ტრანსპორტირებდნენ საჭირო ნებართვების გარეშე.
ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო იმ ფაქტების მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.



