„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი არჩილ კონცელიძე თანამდებობას ტოვებს და მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ინიშნება. შესაბამისი ბრძანება კვირის ბოლომდე დაიწერება.
ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, არჩილ კონცელიძე, მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის პოსტს 2019 წლის დეკემბრიდან იკავებდა.
რა ვიცით არჩილ კონცელიძის შესახებ – ნახეთ აქ ⇓
კონცელიძეების სამშენებლო ბიზნესი ბათუმში და საეჭვო კორუფციული სქემა



