Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2025
prokuratura_AJARATIMES.GE

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის“ ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და მათი მხარდამჭერები სისტემატურად აწყობდნენ სოგენანნტენ „ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეებს შორის ფინანსურ დავებს და გარკვეულ შემთხვევებში თანხების გამოძალვასაც ახორციელებდნენ.

გამოძიების თანახმად, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ თანამზრახველებს დაავალა, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ აღესრულებინათ „ქურდული გადაწყვეტილება“, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს გულისხმობდა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულმა მირზა ალიევმა, რომელიც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი იყო, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად გაიმართა მოლაპარაკებები და „გარჩევები“, რის შემდეგაც ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს 6000 აშშ დოლარი გადასცა.

საქმის ფარგლებში დაკავებულია 34 პირი, ექვსს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სამს – პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულებს ბრალად ედებათ:

  • „ქურდული სამყაროს“ წევრობა,
  • „კანონიერი ქურდობის“ ფაქტები,
  • „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა,
  • „კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“,
  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, გირაო 3000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

Post navigation

Previous: ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
Next: საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი sarfi_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 2, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.