Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
irakli garibashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ მის მიერ გამოქვეყნებული წერილის ნამდვილობაში და მასში აღწერილ ფაქტებში უნდა დარწმუნდეს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძის მიერ დაშვებულმა „მძიმე და უხეშმა შეცდომებმა“ მისი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა ვერ გააქრობს იმ ზიანს, რომელიც, მისი შეფასებით, მისმა და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობამ ქვეყანასა და „ქართულ ოცნებას“ მიაყენა. ყოფილი პრემიერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მისი განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი არიან ნახსენები.

ღარიბაშვილის თქმით, 12 თებერვალს, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით, მას 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული დიტო ჩუბინიძის სტატია გაუგზავნეს. მისივე განცხადებით, სტატიაში ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული, რომელიც ძირითადად ირაკლი კობახიძის კრიტიკასა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მასთან გამოგზავნილ გზავნილში გამოითქვა ეჭვი, ხომ არ იდგა თავად აღნიშნული სტატიის უკან. როგორც ყოფილი პრემიერი წერს, მან ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი „შეკვეთილი სტატიები“ მისი ხელწერა არ არის.

„მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც“, – წერს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შემთხვევით შეიტყო, რომ დიტო ჩუბინიძის მიერ მომზადებული სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ, მოგვიანებით თავი მოიკლა.

ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა „ასავალ-დასავალის“ მიერ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიის შესახებ დასმული კითხვების შესახებ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი საჯაროდ სვამს კითხვას, რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
„პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები სხვა ადამიანების თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომლებიც, მისი თქმით, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის პერიოდში მოხდა.

ღარიბაშვილის განცხადებაში მოყვანილი ბრალდებებისა და ეჭვების დამადასტურებელი მტკიცებულებები განცხადებაში არ არის წარმოდგენილი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს “აღვირახსნილი პროპაგანდაში” ადანაშაულებს, შვილი კი ამავე ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვა

 

Post navigation

Previous: ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
Next: ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.