Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს “აღვირახსნილი პროპაგანდაში” ადანაშაულებს, შვილი კი ამავე ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვა

სულხან მესხიძე მარტი 2, 2024
irakli garibashvili_ajaratimes.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციულად, სიძულვილის ენით საუბარს აგრძელებს და ცდილობს საზოგადოება ფაქტების გარეშე “მოსალოდნელი საფრთხეების” შესახებ დაარწმუნოს. “ქართული ოცნების” ლიდერის დღის წესრიგში კვლავ რუსული ნარატივია. ის  ლგბტქ თემაზე თანაგუნდელების პროპაგანდისტულ კამპანიას უერთდება.

“მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ირაკლი ღარიბაშვილს ვკითხეთ რას ეყრდნობოდა ის პროპაგანდისტული კამპანია, რასაც “ქართული ოცნება” ააწარმოებს – მან კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად სიძულვილის ენით საუბარი გააგრძელა. ღარიბაშვილმა ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა თუ რატომ ასწავლის შვილს ამერიკაში, მაშინ როდესაც ის ამავე ქვეყანას “აღვირახსნილ პროპაგანდაში” ადანაშაულებს.

„რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთის მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან.

გადახედეთ მთელ მსოფლიოში რა ხდება, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან, ყველგან – ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს. დღეს არის საგანგაშო ვითარება.

ამიტომ, აუცილებელია და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე გუნდში მსჯელობა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში.

გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მოდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ, ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. სწორი დაცვა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.

 

Post navigation

Previous: ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
Next: ძველ ბათუმში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას აპროტესტებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.