Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო
  • ხელვაჩაური

ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი

სულხან მესხიძე მარტი 2, 2024
kobuleti_ajaratimes.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასევე, უკანონო მშენებლობებზე სათანადო რეაგირება არ ხდება.

“2021-23 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია 242 სამშენებლო ნებართვა, მათ შორის, 214 შემთხვევაში ნაბართვა გაცემულია ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში − მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე.

ამავე წლებში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილია უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა, რის გამოც მშენებლობის მწარმოებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაჯარიმდნენ 93,000 ლარით, საიდანაც 2023 წლის 1ოქტომბრის მდგომარეობით გადახდილია 53,590 ლარი, ანუ ჯარიმის 57,6%,” – წერენ თავიანთ დასკვნაში აუდიტორები.

აუდიტორები ასევე, წერენ რომ შერჩევითი წესით შეისწავლეს 39 ობიექტის კანონიერება, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 4 უნებართვო მშენებლობა, რომელთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

კერძოდ,  თამარ მეფის სანაპირო №52-ისა და №54-ის და დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფე ბარების უნებართვო მშენებლობები. სამივე შემთხვევაში მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც აღნიშნული პირები სარგებლობდნენ მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშერკულების საფუძველზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა აუდიტორების შესწავლის პროცეში აღმოჩნდა, რომ შენობების დემონტაჟი არ იყო განხორციელებული.

“მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს,” – აცხადებენ აუდიტორები.

კიდევ რა დარღვევები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ვრცლად ნახეთ ბმულზე.

Post navigation

Previous: აუდიტმა ქობულეთის მერიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს “აღვირახსნილი პროპაგანდაში” ადანაშაულებს, შვილი კი ამავე ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 21, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2) 3
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.