Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აუდიტმა ქობულეთის მერიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა

აჭარა თაიმსი მარტი 2, 2024
qobuletis meria_ajaratimes.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.

მაკონტროლებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ასე გამოიყურება⇓

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზი – 2021-2022 წლებში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების − 86.4%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

სახელმწიფო შესყიდვების ნაკლოვანებები

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა – განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. შედეგად, ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და შესაბამისი სარგებლის მიღება. ამასთანავე, სამშენებლო საქონლისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების მომენტისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სათანადო ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მიმწოდებლების შერჩევა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება განაპირობა. ამასთანავე, ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ავანსად გაცემული თანხის დასაბრუნებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, რის გამოც ოთხ შემთხვევაში ვერ მივიღეთ რწმუნება შესყიდული სამუშაოსა და მომსახურების, სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ამასთანავე, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.

ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები – 2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192,203,655 ლარის აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და ასევე არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები. ზემოაღნიშნული საჯარო აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები – მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს-ებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასწორად წარმართვის შედეგად, საერთო ჯამში, ხელფასის სახით ზედმეტად გაცემულია 266,004 ლარი და გამოვლინდა წყალმომარაგება-წყალინარების მომსახურების ტარიფების დაუსაბუთებლად განსაზღვრის ფაქტები. აღნიშნული, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კომერციული იურიდიული სტრუქტურების საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით, კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გამოვლინდა შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემისა და 24,122 ლარის მითვისების ფაქტები. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება აუდიტის პერიოდში 52,070 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად არ არის აღრიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა. შედეგად, სრულად არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

Post navigation

Previous: რა ხარვეზები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში
Next: ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.