Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა ხარვეზები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში

აჭარა თაიმსი მარტი 2, 2024
sandasuftaveba_ajaratimes.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მაკონტროლებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზები ასე გამოიყურება⇓

შემოსავლის მიღებაში არსებული ხარვეზები – შპს „სანდასუფთავებამ“ სათანადოდ ვერ უზრუნველყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფდა.

საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები – შპს „სანდასუფთავებაში“ არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის დადასტურებას. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით, ზედმეტად ჩამოწერილია არანაკლებ 147,770 ლიტრი საწვავი. ამასთანავე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების დადასტურების გარეშე ჩამოწერილია 94,727 ლიტრი საწვავი.

ბაზრის კვლევის ხარვეზები – სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული, რომლის შედეგად 14 შემთხვევაში პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით შემცირებულია 368,001 ლარით. აღნიშნული გარემოება ერთი პრეტენდენტის არსებობის პირობებში წარმოშობს ფულადი სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.

შრომის ანაზღაურების ხარვეზები –  შპს „სანდასუფთავებაში“ არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის ფაქტობრივად გატანილი მოცულობების დადგენაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა, ვერ მივიღეთ რწმუნება შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისათვის მიღებული შემოსავალი, რამდენად შეესაბამება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას.

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების და მიმწოდებელთან ანგარიშსწორების ხარვეზები – სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში ხარვეზებითაა განხორციელებული.

Post navigation

Previous: რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა
Next: აუდიტმა ქობულეთის მერიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.