Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 24, 2025
irakli garibashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

შსს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამოძიებით დადგინდა, რომ 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობების დაკავების პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში, რაც საჯარო თანამდებობის პირისთვის კანონით აკრძალულია.

გამოძიების მიხედვით, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნისას იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს და მისი წარმომავლობის დასაფარად დეკლარაციებში მიუთითებდა ყალბ მონაცემებს — თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა თანხებს. ამ გზით, 830 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მოხვდა ლეგალურ ბრუნვაში.

პროკურატურის ცნობით, მან 2023–2024 წლებში დაუსაბუთებელი შემოსავლით შეიძინა ორი ავტომანქანა (ღირებულება – 463 630 ლარი), ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით – 210 000 ლარად ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც უძრავი ქონება გააჩნდა. ამასთან, მის ოჯახთან დაკავშირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა 3 670 172 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი – 6 500 000 აშშ დოლარი – უცხოურ ვალუტაში იქნა დაკონვერტირებული და 2025 წლის 17 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ღარიბაშვილის ბინიდან ჩხრეკისას.

ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

გარდამავალი ეტაპის ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს 1 000 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, ასევე – პასპორტის ჩამორთმევისა და ქვეყნის დატოვების აკრძალვის მოთხოვნით.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს
Next: ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.