შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
უწყების ცნობით, ამოღებულია 138 აბი „მდმა“, 50 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე მეტამფეტამინი, გამომშრალი მარიხუანა და სინთეზური ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

