Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქედა

ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
qeda.keda_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქედის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ფინანსური რესურსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების და შიდა კონტროლის სისტემაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტს აუთვისებელი დარჩა 3,028,260 ლარის საბიუჯეტო რესურსი. დოკუმენტის მიხედვით, ეს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

» რა ტიპის მშენებლობებზე გასცა ქედის მერიამ ნებართვები – 2023 წლის სტატისტიკა

ანგარიშში ასევე აღნიშნულია საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული პრობლემები. აუდიტის დასკვნით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის შეძენილი საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას.

ხარვეზები გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესშიც. კერძოდ, მზა ბეტონის შესყიდვის შემთხვევაში, ანგარიშსწორების ეტაპზე მუნიციპალიტეტმა არ შეაფასა ლაბორატორიული დასკვნების შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან. ასევე წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება, მიმწოდებელმა ბეტონი თავად დაამზადა თუ შეიძინა.

» ქედაში 16 უკანონო მშენებლობა გამოავლინეს – რა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა მუნიციპალიტეტში

აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა დამატებული ღირებულების გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე 17 შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე ზედმეტად გადაიხადა 26,910 ლარი, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს.

დოკუმენტში საუბარია შესყიდვების პროცესში პრეტენდენტების შეფასების ხარვეზებზეც. კერძოდ, მერიის მიერ სათანადოდ არ შეფასდა შპს „რაგი 444“-ის მიერ წინა პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის ფაქტი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დროულად არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციისთვის.

» შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა

აუდიტმა ასევე გამოავლინა ხარვეზები კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსების, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და მომსახურების ხარჯების დოკუმენტირებაში. რიგ შემთხვევებში ხარჯები გაწეულია სათანადო დოკუმენტაციის გარეშე.

» ზიპლაინი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების თავზე – სარისკო ატრაქცია ქედაში

პრობლემები დაფიქსირდა წარმომადგენლობით ხარჯებშიც – აუდიტის მიხედვით, რამდენიმე შემთხვევაში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო, რაც თანხების სათანადო დასაბუთების გარეშე განკარგვის რისკზე მიუთითებს.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქედის მუნიციპალიტეტი სათანადო ზედამხედველობას არ უწევს მის წილობრივ მფლობელობაში არსებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს. სამი ასეთი კომპანიის ფინანსური შედეგი ჯამში 647,978 ლარის ზარალით დასრულდა, რაც მათი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების რისკებს ზრდის.

აუდიტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების სრულად გამოუყენებლობამ და ავტოსაგზაო შემთხვევის ჩამდენი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობამ ადგილობრივ ბიუჯეტს დამატებით არანაკლებ 6,693 ლარის ხარჯი დაუკავშირა.

» რა სახეობის ხეებს რგავენ აჭარის მუნიციპალიტეტებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგს, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან ხარჯვას. ასევე მუნიციპალიტეტში არ გამოიყენება სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა და რიგ შემთხვევებში არ ფიქსირდება შტატგარეშე ან შეთავსებით დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

» ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა – აუდიტი

Post navigation

Previous: ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა – აუდიტი
Next: შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 23, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქედა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2025
_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია – არიან დაშავებულები, ადიდებულმა მდინარემ ხიდი და თევზის აუზი წაიღო

სულხან მესხიძე სექტემბერი 20, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.