Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
shuaxevi_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუახევის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვასა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, 2022-2023 წლებში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის შესრულებას ჯამურად 3,055,845 ლარი დააკლდა, ხოლო გადასახდელების საბიუჯეტო ასიგნებებიდან აუთვისებელი დარჩა 3,526,862 ლარი. აუდიტის მიხედვით, ბიუჯეტის პროგრამების შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვის შესაძლებლობას, რაც პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას ართულებს.

» შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

პრობლემები გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროშიც. აუდიტის თანახმად, შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზების გამო შეწყდა ტენდერები, რამაც 745,450 ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება გამოიწვია. ამასთან, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მომსახურების შესყიდვისას ჩატარებული ბაზრის კვლევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში ვერ იქნა წარმოდგენილი პროექტებში გამოსაყენებელი მასალების ღირებულების განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, შეესაბამებოდა თუ არა ტენდერის სავარაუდო ღირებულება მოქმედ რეგულაციებს.

» შუახევში 2 პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს

ხარვეზები გამოვლინდა ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგშიც. აუდიტის მიხედვით, დოკუმენტაცია არასრულად იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, რაც კონტროლის პროცესს ართულებდა. ასევე, ხელშეკრულებების შეწყვეტის შემთხვევებში მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო საგარანტიო და საჯარიმო თანხები.

მუნიციპალური აქტივების მართვის ნაწილშიც პრობლემები დაფიქსირდა. 2023 წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 53,784,680 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია. ამასთან, 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 181,044 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული.

» ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა

აუდიტის ანგარიშში საუბარია შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, ასევე გამოვლინდა შეუთავსებელ პოზიციებზე შეთავსებით დასაქმებისა და ანაზღაურების უზუსტოდ გაცემის შემთხვევები.

პრობლემები გამოვლინდა ტრანსპორტის ხარჯებთან დაკავშირებითაც. დოკუმენტის მიხედვით, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას. აუდიტმა ასევე დაადგინა ბუღალტრული აღრიცხვის ხარვეზები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში საბუღალტრო ჩანაწერები არ იყო გამყარებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებით, რაც საბიუჯეტო რესურსების კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს.

» „ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ხდება დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება – არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა და გადასახდელი თანხები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგს და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას.

» ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები

Post navigation

Previous: ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები – აუდიტი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2026
xe tye_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში სახელმწიფო ტყიდან ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 30, 2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro 2
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

სექტემბერი 30, 2026
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი ამორტიზებულია – მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

სექტემბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 29, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.