Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტის მართვისა და ფინანსური კონტროლის სისტემაში რიგი ხარვეზები გამოვლინდა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, პრობლემები გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. კერძოდ, მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემამ სათანადოდ ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცედურების სწორად წარმართვა. შედეგად, მუნიციპალურ სერვისებს ხელშეკრულება გაუფორმდა მიმწოდებელთან, რომელიც სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ასევე, მერიის მიერ ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების ნაწილი დაუსაბუთებელია, რამაც სამუშაოების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა გამოიწვია.

» სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

აუდიტის ანგარიშში საუბარია ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის ხარჯვის მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებზეც. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკისთვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების, მომსახურებისა და საწვავის ხარჯვის მიზნობრივად დოკუმენტურად დადასტურებას.

» ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები

ხარვეზები გამოვლინდა აქტივების მართვის პროცესშიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ნაწილში რეგულაციების შესაბამისად ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. აუდიტის თანახმად, აქტივებზე სათანადო კონტროლის არარსებობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალურ სერვისზე“ თხოვების ფორმით გადაცემულ 97 600 ლარის ღირებულების აქტივებზე, ქმნის მათი დაკარგვის ან ვარგისი ქონების ჩამოწერის რისკს.

» ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, რაც ხელფასის სწორად დარიცხვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. აუდიტის შეფასებით, აღნიშნული გარემოება მიუთითებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე.

» სუს-მა ქობულეთსა და ხულოში კორუფციული დანაშაულების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ეფექტიან მონიტორინგს და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვას.

» ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა – ადგილობრივები და მეწარმეები შემოსავლების შემცირებაზე საუბრობენ

Post navigation

Previous: მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების მართვის სტრატეგია არ აქვთ და ხშირად ქონებას არაკონკურენტული წესით განკარგავენ – აუდიტი
Next: ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ოქტომბერი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.