Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხულო

სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

აჭარა თაიმსი იანვარი 14, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE

MediaMeter-ის ინფორმაციით, 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ სამთავრობო პროპაგანდისტულ „ტელეიმედთან“ საინფორმაციო მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 7 500 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა თვეში 625 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

კონტრაქტის პირობების თანახმად, „ტელეიმედი“ ვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარ ვებ-გვერდზე არაუმეტეს 60 საინფორმაციო რელიზი განათავსოს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მიწოდებული მასალები უნდა განთავსდეს შინაარსის შეცვლის გარეშე, ხოლო რედაქტირება ან თარგმნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტის არსი არ იცვლება.

MediaMeter ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწოდებული ინფორმაციის ოპერატიულ განთავსებას – რელიზები უნდა გამოქვეყნდეს იმავე დღეს, როცა მუნიციპალიტეტი მას მედიას გადასცემს.

კვლევის მიხედვით, პრობლემურია ის პრაქტიკა, რომ „ტელეიმედი“ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პრესრელიზებს სარეკლამო ან სპონსორირებული მასალის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს. MediaMeter-ის შეფასებით, ეს მკითხველს შეცდომაში შეჰყავს და არ ქმნის მკაფიო განსხვავებას სარედაქციო და ფასიან კონტენტს შორის.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს, ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპს, რომლებიც რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის მკაფიო გამიჯვნას ავალდებულებს.

MediaMeter ასევე აღნიშნავს, რომ „ტელეიმედის“ ვებ-გვერდზე რეგიონებთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, ძირითადად ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიტიკული ან ალტერნატიული ხედვების გარეშე ქვეყნდება, რაც მედიის სარედაქციო პოლიტიკის სახელისუფლებო ხასიათზე მიუთითებს.

Post navigation

Previous: მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

besik shainidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

სულხან მესხიძე მაისი 12, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xe.tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ხულოსა და შუახევში ათეულობით მორი ამოიღეს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

მაისი 12, 2026
„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის besik shainidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

მაისი 12, 2026
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

მაისი 12, 2026
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026
სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 11, 2026
როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა xalxi_.ajaratimes.ge 1
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

მაისი 12, 2026
„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის besik shainidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

მაისი 12, 2026
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

მაისი 12, 2026
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.