Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი
  • ხულო

სუს-მა ქობულეთსა და ხულოში კორუფციული დანაშაულების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

სულხან მესხიძე მარტი 10, 2026
susi_AJARATIMES.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქობულეთსა და ხულოში კორუფციული ხასიათის რამდენიმე დანაშაულის ფაქტი გამოავლინეს და რამდენიმე პირი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის კოორდინატორი ეთერ ანანიძეა.

უწყების ინფორმაციით, მან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად ერთ მოქალაქეს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის მუხლებით. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამავე დროს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხულოს მუნიციპალიტეტშიც დააკავა მერიის ყოფილი თანამშრომლები, სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლები და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ყოფილი ხელმძღვანელი პირები. ბრალდებულთა შორისაა ზაზა აბულაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. მისი თქმით, ბრალდებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა არსებობს და იმედოვნებს, რომ სიმართლე მალე გამჟღავნდება.

„ბრალი წარდგენილი მაქვს გულგრილობის მუხლით, მაგრამ მე ხვალ მაინც მივდივარ სამსახურში. ჯერ დაკავებული არ ვარ,“ – განაცხადა ზაზა აბულაძემ ჩვენთან საუბრისას.
ზაზა აბულაძის შვილი, კახა აბულაძე, თბილისის მერის მოადგილეა. აღნიშნული ფაქტორის ხსენების შემდეგ აბულაძე გაბრაზდა და სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
„ჩემი შვილი რა შუაშია,“ – თქვა მან ყურმილის გათიშვამდე.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამოძიების მონაცემებით, პროექტი არასრულყოფილად შესრულდა, რის შედეგადაც კომპანიების წარმომადგენლებმა სახელმწიფო კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: აჭარაში დასრულდა ქართული ჭიდაობის პირველობა – გამოვლინდნენ გამარჯვებულები
Next: ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.