Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

admin Posted on 19 საათის ago
_AJARATIMES.GE

„აიფაქტის“ ინფორმაციით, 28 იანვარს ბათუმის პორტში მარცვლეულით დატვირთული სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY (IMO 9598880) შევიდა, თუმცა მის გადაადგილებას საქართველოში შემოსვლამდე არაერთი საეჭვო გარემოება ახლავს.

ოფიციალური მონაცემებით, გემი 22 იანვარს რუსეთის პორტ იეისკიდან გამოვიდა და 28 იანვარს ბათუმში შევიდა.

მიუხედავად ამისა, „აიფაქტი“ წერს, რომ ამ ექვსდღიან მონაკვეთში გემს პრაქტიკულად გათიშული ჰქონდა ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS). საჯარო მონიტორინგის პლატფორმებზე სიგნალი 23 იანვარს მხოლოდ რუსეთის პორტში ყოფნისას ფიქსირდება, ხოლო შემდეგ — 26 იანვარს, უკვე საქართველოს სანაპიროსთან. შუალედურ პერიოდში, შავ ზღვაში გადაადგილებისას, გემის მდებარეობა უცნობი იყო.

„აიფაქტის“ შეფასებით, უცნობია, რა მარშრუტი გაიარა ZHIBEK ZHOLY-მ, ხომ არ შევიდა სხვა პორტებში ან ხომ არ შეიცვალა ტვირთი იმ დროს, როცა გემი მონიტორინგის სისტემებიდან გაქრა. ეს გარემოება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სულ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა: 2022 წლიდან დღემდე AIS-ის გათიშვის პირობებში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გამოძიებაში ყურადღება გამახვილებულია გემის ტექნიკურ მონაცემებზეც. AIS-ში ასახული ჩაძირვის (draft) მაჩვენებელი როგორც დაუტვირთავ, ისე მარცვლეულით დატვირთულ მდგომარეობაში ერთსა და იმავე – 4.2 მეტრს – აჩვენებს, რაც საზღვაო პრაქტიკის მიხედვით ტექნიკურად გამორიცხულია.

„აიფაქტის“ მიხედვით, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ეკიპაჟმა გემის მონაცემები განზრახ არ განაახლა, რაც ხშირად ტვირთის რეალური რაოდენობის ან ტიპის დამალვას უკავშირდება.

დამატებით საყურადღებოა ისიც, რომ იეისკის პორტი, საიდანაც გემი ოფიციალურად გამოვიდა, გეოგრაფიულად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარეობს. „აიფაქტი“ წერს, რომ AIS-ის გათიშვის პერიოდში გემს თეორიულად შეეძლო უკრაინის ოკუპირებულ პორტებში შესვლა.

ZHIBEK ZHOLY წარსულშიც ფიგურირებდა სკანდალში. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით და საერთაშორისო მედიის, მათ შორის BBC-ის 2022 წლის 3 ივლისის სტატიის თანახმად, გემი ბერდიანსკის ოკუპირებულ პორტში შევიდა და დაახლოებით 7 000 ტონა მარცვლეულით დაიტვირთა. მოგვიანებით, უკრაინის მოთხოვნით, გემი თურქეთში დროებით დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რასაც კიევში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

გემი 2016 წელს რუსეთში აშენდა, ფორმალურად ყაზახეთის დროშის ქვეშ დაცურავს და მისი მფლობელია ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის შვილობილი კომპანია – KTZ Express Shipping. „აიფაქტი“ აღნიშნავს, რომ 2021-2022 წლებში ZHIBEK ZHOLY იჯარით რუსული კომპანიის, შპს „გრინ ლაინის“ კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რაც მაშინ რუსეთის მხარის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გამოიყენებოდა პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

„აიფაქტმა“ ბათუმის პორტსა და შემოსავლების სამსახურს მიმართა კითხვით, იცოდნენ თუ არა, რომელი ქვეყნის მარცვლეული შემოიტანა გემმა საქართველოში. უწყებებში განაცხადეს, რომ საკითხს არკვევენ. მათი პასუხების მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.

Post navigation

Previous: ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა
Next: „სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

admin Posted on 20 საათის ago
usaxlkaroebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

admin Posted on 23 საათის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ უსახლკარო მოქალაქეების განცხადებები არ მიიღო

სულხან მესხიძე Posted on 1 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 50 წუთი ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 4 საათის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 19 საათის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 20 საათის ago
ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები usaxlkaroebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

Posted on 23 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 50 წუთი ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 4 საათის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 19 საათის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 20 საათის ago
ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები usaxlkaroebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

Posted on 23 საათის ago

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.