Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

აჭარა თაიმსი იანვარი 29, 2026
usaxlkaroebi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერიამ გაავრცელა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების წესსა და კრიტერიუმებს.

დოკუმენტი მკაფიოდ აწესებს როგორც ინდივიდუალური პირების, ისე ოჯახებისათვის აუცილებელ პირობებს, ასევე ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებიც უსახლკარო სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს ან უკვე მინიჭებული სტატუსის გაუქმებას იწვევს.

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად

უსახლკარო პირის სტატუსის მაძიებელი მოქალაქე რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს.

პირველ რიგში, პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად ჰქონდეს მოქალაქეობა. ამასთანავე, იგივე ორწლიანი პერიოდის განმავლობაში იგი უნდა იყოს რეგისტრირებული ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რეგისტრაციის დროებითი შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში პირი სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.

სტატუსის მაძიებელი უნდა იყოს სრულწლოვანი. ქონებრივ ნაწილში კი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უძრავი ქონების არქონა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ფართები, რომლებიც საცხოვრებლად გამოუსადეგარია (სარდაფი, სამეურნეო სათავსო და მსგავსი), ასევე საცხოვრებელი ფართი, რომელიც 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.

დამატებით, არ უნდა ფიქსირდებოდეს არც მართლზომიერი მფლობელობის და არც უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი საცხოვრებელ ან სხვა ვარგის ფართზე. ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომ პირს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდეს დამოუკიდებლად გადახდილი ბინის ქირა ან იჯარა 10 კვ.მ-ზე მეტი ფართისთვის.

მერია ითვალისწინებს ტრანსპორტის ფაქტორსაც – უსახლკარო სტატუსის მაძიებელს არ უნდა ჰყავდეს საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება. თუ ასეთი არსებობს, კომისია ინდივიდუალურად აფასებს მის ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

შემოსავლების ნაწილში მოთხოვნა მკაცრია: პირს ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული შემოსავალი, ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მისი ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის სამმაგ ოდენობას.

კრიტერიუმებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად რჩება საზღვრის კვეთაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული 10 ან მეტი გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო ერთჯერადი გასვლა 15 კალენდარულ დღეს არ უნდა აჭარბებდეს. არსებობს გამონაკლისები – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევები, სასწავლო პროგრამები და სხვა დოკუმენტურად დასტურდებადი მიზნები.

როდის არ ენიჭება უსახლკარობის სტატუსი

დოკუმენტში დეტალურად ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლებიც სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს. მაგალითად, თუ გამოვლინდა ქონებრივი ან საოჯახო პირობები, რომლებიც ადასტურებს, რომ პირს რეალურად შეუძლია საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ან არსებობს მესამე პირის ვალდებულება, უზრუნველყოს იგი საცხოვრისით.

სტატუსის მინიჭება გამორიცხულია ასევე არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მათ შორის დროებითი საცხოვრებელი მისამართის ან დემოგრაფიული მდგომარეობის დამალვისას.

კრიტიკულად ფასდება არაკეთილსინდისიერი ქმედებები – თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ ხელოვნურად შექმნა უსახლკარო მდგომარეობა თავშესაფრის მიღების მიზნით, რეგისტრაცია არ განხორციელდება.

მნიშვნელოვანი შეზღუდვაა ისიც, რომ თუ პირს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი უკვე მიღებული აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში, იგი უსახლკარო სტატუსს ვერ მიიღებს.

როდის უქმდება უკვე მინიჭებული სტატუსი

მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, გააუქმოს უსახლკარო პირის რეგისტრაცია, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს ან გამოვლინდა რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება.

კომისია მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს ბენეფიციართა მდგომარეობას და შესაბამისობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ, რასაც მერი ბრძანების ფორმით ამტკიცებს.

ქულათა სისტემა – ვინ აღმოჩნდება რიგში წინ

უსახლკარო პირების რეგისტრაციასთან ერთად მოქმედებს ქულათა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს რიგითობას. ქულები ენიჭება საცხოვრებელი პირობების სიმძიმის, დამატებითი სოციალური გარემოებების, შეზღუდული შესაძლებლობის, ვეტერანის სტატუსის, პენსიონერის მდგომარეობის, მარტოხელა მშობლობის, სოციალური ქულისა და ბათუმში ხანგრძლივი რეგისტრაციის საფუძველზე.

რა მოთხოვნები ვრცელდება უსახლკარო ოჯახებზე

ოჯახებისათვის დაწესებული კრიტერიუმები შინაარსობრივად მსგავსია, თუმცა უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს. მოთხოვნაა, რომ ოჯახის წევრთა ნახევარი მაინც ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ბათუმში და ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰქონდეს საცხოვრებელი ქონება, ქირით ნაქირავები ფართი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ზღვარზე მაღალი ღირებულებით.

შემოსავლების შემთხვევაში, შეფასება ხდება თითოეულ წევრზე, ხოლო ერთდასაქმებული ოჯახის შემთხვევაში ზღვარი საარსებო მინიმუმის სამმაგ ოდენობას შეადგენს.

ოჯახებისთვის მოქმედებს ცალკე ქულათა სისტემა, სადაც დამატებით ქულებს იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები და ოჯახები, სადაც არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობა სამს აღემატება.

დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

  • განცხადებების შესატანად მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებს, რომლებიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე მუშაობენ.

    შემდეგ მისამართებზე:

  • გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული – აფსაროსის მე-3 შეს. №22;
  • აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული – აეროპორტის გზატკეცილის №55;
  • სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული – დიდაჭარის ქ. №21;
  • კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბრის ქ. №28გ;
  • აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული – დავით აღმაშენებლის ქ. №19ა;
  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძის ქ. №7;
  • ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ი. ჯავახიშვილის ქ. №70;
  • თამარის ადმინისტრაციული ერთეული – კონსტიტუციის ქ. №1;
  • ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული – გოგოლის ქ. №14;
  • ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული – ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა;
  • ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის №46;
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის ქ. №8;
  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – ლუკა ასათიანის ქ. №37ა;
  • მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული – თამარ მეფის გამზირი №16;

 

გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსები სოციალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული – ნინო ნიჟარაძე

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.