Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, დაანონსების მიუხედავად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი დღეს არ დაწყებულა.

რა გახდა სასწავლებელში სწავლების არდაწყების მიზეზი და როდის განახლდება სრულყოფილად სასწავლო პროცესი, ამ კითხვებზე აკადემიის პრესცენტრმა „აჭარა თაიმსს“ მოკლე კომენტარი მისცა.

„დღეს სასწავლებელში პირველი დღე იყო, შესაბამისად, გახსნის ცერემონიალი ჩატარდა, იყო მისალმება და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებთან“, – განუცხადეს „აჭარა თაიმსს“ აკადემიის პრესცენტრში.

დამატებითი კითხვების პასუხად, მათ შორის, იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა მიზეზით ვერ დაიწყო სასწავლო პროცესი და როდის განახლდება სწავლება, პრესცენტრმა აკადემიის სასწავლო ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა.

პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარებოდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს დამატებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ღონისძიების ამსახველი ინფორმაცია და ფოტომასალა უნივერსიტეტს არ გამოუქვეყნებია. „აჭარა თაიმსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემაც.

აკადემიის ლექტორი ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დაწყების შეფერხება შიდა პროფესურის არჩევნებსა და სასწავლო საათების განაწილებას უკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში გარკვეული დისკუსია იყო, თუმცა, მისი შეფასებით,  დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

„შიდა არჩევნები იყო. მე მონაწილეობას არ ვიღებდი და ამ კუთხით აქტიურობა არ გამომიჩენია. იყო თუ არა დაპირისპირება, სიტყვიერი კამათი? ისეთი დიდი არაფერი დაპირისპირება არ მომხდარა, უბრალოდ საათები ლაგდება ჯერ კიდევ და ორშაბათიდან სასწავლო პროცესი აღდგება“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

მისივე ინფორმაციით, არჩევნები ამ ეტაპზე საზღვაო ფაკულტეტზე ჩატარდა, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე კი პროცესი მოგვიანებით გაიმართება.

„ასეთიც ხდება ხოლმე, კამათი კი არა, უფრო დისკუსია იყო, მოსული თემაა. მე კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ჰუმანიტარული ბლოკი ჯერ არ არის შემდგარი. ფაქტობრივად, ეკონომიკურ ფაკულტეტზეა მცირე პრობლემები. მილევად პროცესში გადავიდა და ამიტომ. მე, როგორც ჰუმანიტარული მიმართულების წარმომადგენელს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. საზღვაო ფაკულტეტზე იყო ეს არჩევნები. ჰუმანიტარებთან ამის შემდეგ ჩატარდება“, – აცხადებს ლექტორი.

ნადიმ ვარშანიძე ირწმუნება, რომ რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„იყო თუ არა რექტორთან დაპირისპირება? ეს ჩემთვის უცნობია, ხვალ გავიგებ. დღეს ახალი სასწავლო წელი გაიხსნა, მხოლოდ ეს იყო“, – ამბობს ის.

„აჭარა თაიმსს“ წყარომ უთხრა, რომ პროფესურის შიდა კონკურსის შედეგად არაერთი დასაქმებული უკმაყოფილო დარჩა.

წყაროს ინფორმაციით, „კონკურსი იყო და ბევრი დააქვეითეს. ნაწყენი დარჩა ბევრი პროფესორ-მასწავლებელი. რექტორი კი ხისტად არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას“.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ახლად ჩარიცხული სტუდენტების თქმით, ისინი დღეს სასწავლებელში დაიბარეს, თუმცა აუდიტორიებში შესულებს არავინ შეხვედრია.

მათ ჯერჯერობით არც სასწავლო განრიგთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ პირველკურსელთა დიდმა ნაწილმა სავალდებულო რეგისტრაციაც ვერ გაიარა, როგორც აუხსნეს, უნივერსიტეტის პორტალზე ხარვეზებია. სასწავლო პროცესი არც მე-2, მე-3 და მე-4 კურსელებისთვის დაწყებულა. ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ სწავლის დაწყებისა და სხვა დეტალების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.

„აჭარა თაიმსის“ კითხვები აჭარის განათლების სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს. უწყებაში არც ის გვითხრეს, იყვნენ თუ არა დღეს უნივერსიტეტში ღონისძიებაზე.

„აჭარა თაიმსის“ მასალის გამო, საზღვაო აკადემიის რექტორმა 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

საახალწლო მილოცვა რუსული დროშით – საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის გზავნილი თანამშრომლებს

სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტი

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.