Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

“აჭარა თაიმსის” მასალის გამო, საზღვაო აკადემიის რექტორმა 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

სულხან მესხიძე დეკემბერი 25, 2024
sazgvao akademia_AJARATIMES.GE

საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კიდევ ერთი პირი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, ამის მიზეზი “აჭარა თაიმსის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში ამტკიცებენ, რომ თანამშრომელებმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

საქმე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის საახალწლო მილოცვას ეხება. ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახურეობრივი ფოსტით მილოცვა გაავრცელა, ფოტოზე რუსული დროშა ეხატა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს: ინფორმაცია დასვენების დღეებთან დაკავშირებით, მილოცვასთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე აკადემიის თანამშრომლებს გაუგზავნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა, რომელსაც ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა თავისი ინიციატივით თან დაურთო საძიებო სისტემიდან აღებული მისალოცი ბარათი. ფაქტს მოჰყვა დაუყოვნებელი რეაგირება ბათუმის სახელმწიდფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის მხრიდან და მეილები სისტემიდან მალევე წაიშალა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, შეცდომა თანამშრომლის დაუკვირვებლობით მოხდა. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უშუალო შემსრულებელმა პირადი გადაწყვეტილებით განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით – აკადემიის ხელმძღვანელობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა,” – წერია საზღვაო აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზღვაო აკადემიის რექტორის თქმით, თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა.

“უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს ეს რა გააკეთეო?! მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა,” – გვითხრა საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ.

ინფორმაციისთვის: საზღვაო აკადემია მედიასთან ღია ურთიერთობით არ გამოირჩევა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პროევროპულ აქციებს არ უერთდება, მათ შორის ადმინისტრაციას არც “ქართული ოცნების” პოლიციის მიერ დაშავებული და დასახიჩრებული მომიტინგეების ფაქტი დაუგმია.

Post navigation

Previous: საახალწლო მილოცვა რუსული დროშით – საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის გზავნილი თანამშრომლებს
Next: ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

სულხან მესხიძე აპრილი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.