
1 ოქტომბრიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელში ახალი მიკროავტობუსის ხაზი – N35 ამოქმედდა.
ახალი მარშრუტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
თევდორე მღვდლის ქ. → ხახულის ქ. → ლეონიძის ქ. → შარტავას ქ. → აბუსერიძის ქ. → ჭავჭავაძის ქ. (საბაგირო).
უკუმიმართულებით გადაადგილება იგივე მარშრუტით მოხდება. მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ძალაში რჩება ყველა არსებული საშეღავათო პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედებს.