ბათუმში, 4 ნოემბრის 23:00 საათიდან 5 ნოემბრის 10:00 საათამდე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით 15 078 აბონენტს შეუწყდება.
„სოკარის“ ინფორმაციით, სამუშაოები ტარდება გაზსადენზე და მათი მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართულობის უზრუნველყოფა. დროებითად გაზი შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
პეტრე ბაგრატიონის, გენერალ ასლან აბაშიძის, აეროპორტის გზატკეცილის, ანატოლი კაჭარავას, დავით აღმაშენებლის, ფრიდონ ხალვაშის, პარმენ რურუას, ჟიული შარტავას, ტბელ აბუსერიძის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო გუდიაშვილისა და ხახულის ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 5 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან, ხოლო სრულად დღის ბოლომდე განახლდება.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის მოწყობილობები, სანამ მიწოდება სრულად არ აღდგება.



