ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ზუსტდება.



