ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული მ.კ.
ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი-ის მე-2 ნაწილისა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



