
კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 1-ელ სექტემბერს, 11:00 საათიდან, ბათუმში ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
გაზმომარაგება შეუწყდება მუხრან მაჭავარიანის, ნევრესტან შალიკაშვილის, ენვერ ხაბაძის, ივანე მესხის, ევგენი მიქელაძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ 648 აბონენტს.
კომპანიის განმარტებით, შეზღუდვა გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებითაა გამოწვეული.
„სოკარის“ განცხადებით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათიდან და დღის ბოლომდე სრულად განახლდება.