
2025 წლის II კვარტალში საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე 15.6 მილიონი ლარი გადანაწილდა. კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავდნენ სარეკლამო დროის შესაძენად.
სარეკლამო თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის სწორედ იმ არხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ავრცელებენ — „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტვ“.“
„ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთები 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში იყვნენ:
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
- „დიპლომატ ჯორჯია“
- „პსპ ფარმა“
- „ლაქტალის ჯორჯია“
- „ავერსი ფარმა“
- „ბერლინ ქიმია“ (საქართველოს წარმომადგენლობა)
- „ვიმ ბილ დან საქართველო“
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“
- „ნესტლე საქართველო“
- „ქართული ლუდის კომპანია“.
ანალოგიურად, „რუსთავი 2“-ის მედიაჰოლდინგსაც იგივე მსხვილი ბრენდები აფინანსებენ. „კოკა-კოლამ“ 100 000–500 000 ლარის ფარგლებში დახარჯა, ხოლო 50 000–100 000 ლარს შორის — „ლაქტალის ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „PG Tüketim Mallari Sanayi AŞ“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „თიბისი ბანკი“ და „ნესტლე საქართველო“.
„პოსტვ“-ზე 100 000–500 000 ლარი გადაიხადეს „ბუმბამ“, „ჯეოკეპმა“, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+“-მა და „ტიფლის ფაბმა“. 50 000–100 000 ლარის ფარგლებში რეკლამას იძენდნენ „ქართული რძის პროდუქტები“, „ბუნება“, „სოლუშენ გრუპი“, „სეტი+” და „არქი პრომოუშენი“.
ეს სურათი აჩვენებს, რომ პოპულარული ბრენდებისა და მსხვილი ბიზნესების ნაწილი პირდაპირ აფინანსებს იმ არხებს, რომლებიც ხელისუფლების პროპაგანდის მთავარ მექანიზმებად მუშაობენ.