საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მონაწილეობა დაასრულა საფეხბურთო კლუბმა „გონიომ“. გუნდი 1/16 ფინალში წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში, 60-ე წუთზე გადაწყდა — გამარჯვების გოლი წყალტუბოელთა ნახევარმცველმა, მათე აბულაძემ გაიტანა.
თასის გათამაშებიდან გავარდნის შემდეგ, „გონიო“ კონცენტრაციას ეროვნულ ლიგა 2-ზე გააკეთებს. გუნდის მომდევნო მატჩი 4 აგვისტოს შედგება, მე-17 ტურის ფარგლებში. ბათუმური კლუბი საკუთარ მოედანზე „რუსთავს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „გონიო“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაძაბულ ბრძოლაშია ჩართული და მომავალ შეხვედრაში გამარჯვება სატურნირო ცხრილში პოზიციის გაუმჯობესების კარგი შანსია.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



