Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

admin Posted on 23 საათის ago
onlainmediebi

დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა „სინათლე მედია“ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული არხების მხრიდან განხორციელებულ მასშტაბურ დისკრედიტაციის კამპანიას ერთიანი განცხადებით ეხმიანება.

ჟურნალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში გაძლიერებული შეტევები ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება და მიზნად დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას ისახავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, პროფესიულ სტანდარტებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა მარტივი, თუმცა ახლანდელი ვითარება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში განსაკუთრებით მძიმეა.

მათი თქმით, პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ დამოუკიდებელ ონლაინგამოცემებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ ძალად“ წარმოაჩენს, რაც აშკარა სიცრუესა და შეთითხნილ ბრალდებებზეა აგებული. ერთობის განცხადებით, მიზანმიმართული შეტევა იმ მედიებს ეხება, რომელთა პროფესიონალიზმი და სანდოობა აქამდე არასდროს გაჩენილა ეჭქვეშ.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ „ოცნების“ გაღიზიანებას იწვევს კრიტიკული კითხვები, რომლებიც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებს – მათ შორის კომპანია Eagle Hills-ის პროექტსა და უმაღლესი განათლების რეფორმას უკავშირდება. დამოუკიდებელი მედიის შეფასებით, მმართველ პარტიას არ სურს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, უწყვეტი პროტესტი, პოლიტიკური კრიზისი, კორუფციული სკანდალები, სოციალური პრობლემები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები სათანადოდ იქნეს გაშუქებული.

ერთობა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა სწორედ ამ ვითარებაში იქცა მათ სამიზნედ. სამთვიანი კამპანიის ფარგლებში, 22-მა ონლაინმედიამ მოქალაქეებისგან ჯამში თითქმის 100 ათასი ლარის დონაცია მიიღო, რაც ოფისებისა და ტექნიკური რესურსების შესანარჩუნებლად დაიხარჯა.

„სინათლე მედია“ ერთიანი განცხადებით მიმართავს თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვს „იმედის“ სიუჟეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას. ასევე ითხოვენ პირდაპირ ეთერს, რათა საზოგადოებას თავად მიაწოდონ პასუხები „აბსურდულ და ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებზე“.

„ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლება,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 საათის ago 0
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 1 დღის ago 0
cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა

admin Posted on 2 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago 0
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 9 საათის ago 0
დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ onlainmediebi
  • საქართველო

დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

Posted on 23 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago 0
პოლიციამ აჭარაში ძებნილი პირი დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ძებნილი პირი დააკავა

Posted on 2 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago 0
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 9 საათის ago 0
დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ onlainmediebi 3
  • საქართველო

დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

Posted on 23 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.