Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დამოუკიდებელი ონლაინმედიები „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენენ – მედიები დეზინფორმაციის უარყოფას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 24, 2025
onlainmediebi

დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა „სინათლე მედია“ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული არხების მხრიდან განხორციელებულ მასშტაბურ დისკრედიტაციის კამპანიას ერთიანი განცხადებით ეხმიანება.

ჟურნალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში გაძლიერებული შეტევები ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება და მიზნად დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას ისახავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, პროფესიულ სტანდარტებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა მარტივი, თუმცა ახლანდელი ვითარება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში განსაკუთრებით მძიმეა.

მათი თქმით, პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება „იმედი“ დამოუკიდებელ ონლაინგამოცემებს „აგენტებად“ და „ანტიქართულ ძალად“ წარმოაჩენს, რაც აშკარა სიცრუესა და შეთითხნილ ბრალდებებზეა აგებული. ერთობის განცხადებით, მიზანმიმართული შეტევა იმ მედიებს ეხება, რომელთა პროფესიონალიზმი და სანდოობა აქამდე არასდროს გაჩენილა ეჭქვეშ.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ „ოცნების“ გაღიზიანებას იწვევს კრიტიკული კითხვები, რომლებიც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებს – მათ შორის კომპანია Eagle Hills-ის პროექტსა და უმაღლესი განათლების რეფორმას უკავშირდება. დამოუკიდებელი მედიის შეფასებით, მმართველ პარტიას არ სურს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, უწყვეტი პროტესტი, პოლიტიკური კრიზისი, კორუფციული სკანდალები, სოციალური პრობლემები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები სათანადოდ იქნეს გაშუქებული.

ერთობა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა სწორედ ამ ვითარებაში იქცა მათ სამიზნედ. სამთვიანი კამპანიის ფარგლებში, 22-მა ონლაინმედიამ მოქალაქეებისგან ჯამში თითქმის 100 ათასი ლარის დონაცია მიიღო, რაც ოფისებისა და ტექნიკური რესურსების შესანარჩუნებლად დაიხარჯა.

„სინათლე მედია“ ერთიანი განცხადებით მიმართავს თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვს „იმედის“ სიუჟეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას. ასევე ითხოვენ პირდაპირ ეთერს, რათა საზოგადოებას თავად მიაწოდონ პასუხები „აბსურდულ და ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებზე“.

„ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლება,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს ქართული ოცნება გაუქმებულ კორუფციულ სქემას

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.