საქართველოს კიბერფეხბურთის ჩემპიონატში – eLiga Georgia 2026-ში – ირაკლი მორჩაძის „დინამო ბათუმი“ წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს.
ტურნირის მესამე ტურში მორჩაძე დათუნა ბერისს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული და დინამიკური გამოდგა, თუმცა „დინამო ბათუმმა“ „იბერია 1999“-თან ანგარიშით 4:5 წააგო.
ვირტუალურ eLiga-ში „თოლიების“ წარმომადგენელს გამარჯვება ჯერჯერობით არ აქვს. ტურნირის ფარგლებში მან სამი მატჩი ჩაატარა და სამივე წააგო.
eLiga Georgia კიბერფეხბურთის (ვირტუალური ფეხბურთის) ტურნირია, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატის 12 პროფესიონალური კლუბის კიბერფეხბურთელები მონაწილეობენ. მატჩები EA FC 26-ში იმართება. შეჯიბრება ორ ეტაპად მიმდინარეობს: ლიგის ფაზა და ფლეი-ოფის ეტაპი. ტურნირის ფინალი 30 აპრილს არის დაგეგმილი.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



