„დინამო ბათუმი“ eLiga Georgia 2026-ში იასპარეზებს. ტურნირზე „თოლიების“ წარმომადგენელი კიბერსპორტსმენი ირაკლი მორჩაძე იქნება.
ირაკლი მორჩაძემ „დინამო ბათუმის“ სახელით eLiga Georgia 2026-ის პირველი ვირტუალური მატჩი 27 იანვარს გამართა და „გაგრას“ წარმომადგენელ გიორგი გოგოლთან 1:9 დამარცხდა.
eLiga Georgia კიბერფეხბურთის (ვირტუალური ფეხბურთის) ტურნირია, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატის 12 პროფესიონალური კლუბის კიბერფეხბურთელები მონაწილეობენ. ტურნირის პირველი ტური 26 და 27 იანვარს გაიმართა.
eLiga Georgia-ს მატჩები EA FC 26-ში იმართება. შეჯიბრება ორ ეტაპად არის დაყოფილი: ლიგის ფაზა და ფლეი-ოფის ეტაპი. ტურნირის ფინალი 30 აპრილს არის დაგეგმილი.
eLiga Georgia-ს ჩემპიონი eChampions League-სა და FC Pro World Championship-ის ტურნირებზე საკვალიფიკაციო ეტაპების გარეშე იასპარეზებს.
ტურნირი საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე




