
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼ ფინალში „დინამო ბათუმმა“ თბილისურ „ს/კ ლოკომოტივს“ 0:3 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის ანგარიში უკვე მე-5 წუთზე კირკიტაძემ გახსნა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე, ჯაფარიძემ უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ხოლო 68-ე წუთზე წულუკიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 0:3 ბათუმელთა სასარგებლოდ.
„დინამო ბათუმი“ თასის გათამაშებას 1/16 ფინალიდან შეუერთდა და ნახევარფინალის გზაზე შემდეგ მეტოქეებს სძლია:
- „გაგრა-2“ — 0:5;
- „სიონი“ — 2:2 (გამარჯვება პენალტების სერიაში);
- „ს/კ ლოკომოტივი“ — 0:3.
ბათუმური კლუბი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება და ნახევარფინალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე