ბათუმში, სტარტია აიღო ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო ტურნირმა კრივში.
შეჯიბრება 23 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საერთაშორისო მემორიალში, მონაწილეობას 11 ქვეყნის სპორტსმენი იღებს.
შეჯიბრების პირველ დღეს, 25 ივნისს, რინგზე ერთმანეთს 22 წყვილი დაუპირისპირდება. შეჯიბრების გახსნის ცერემონია 18:00 საათზე შედგება.
ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, მუხრან ვახტანგის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



